ბუტიკური სასტუმრო ,,ტაპი რუჟი" ბათუმი
მოგესალმებით ქალაქ ბათუმის ბუტიკური სასტუმრო „ტაპი რუჟიდან“!
ჩვენი სასტუმრო ქალაქ ბათუმის გულში, კერძოდ ბათუმის ძველი მარადმწვანე ბულვარის შესასვლელში მდებარეობს, საიდანაც ქალაქის ისტორიული ცენტრის და შავი ზღვის ხედები იშლება.
,,ტაპი რუჟი“ თანამედროვე ელეგანტურობას რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასთან აერთიანებს, კომფორტისა და უნაკლო სერვისის სამყაროში გეპატიჟებათ.
ეს ყველაფერი ულამაზეს ქალაქ ბათუმში ჩვენი სტუმრების დაუვიწყარ დასვენებას უზრუნველყოფს.
დიზაინერული სასტუმროს თითოეული ნომერი ელეგანტური, უნიკალური და ფერადია. აქ ბევრი მშვენიერი ხელნაკეთი ელემენტი და დახვეწილი აქსესუარია.
სასტუმროს ბოლო, მე- 11 სართულზე განთავსებულია ულამაზესი რესტორანი LUMI, რომელიც ფართო ტერასებით, პანორამული ხედებით, უხვი სიმწვანით, ქართული და ევროპული სამზარეულოს შედევრებით და ასევე არაჩვეულებრივი ბარით სასტუმროს სტუმრებს უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას და კომფორტს ანიჭებს.
თავისი ცენტრალური მდებარეობით, კეთილმოწყობითა და სტუმრების კმაყოფილებისადმი ერთგულებით, სასტუმრო „ტაპი რუჟი“ არის მთავარი ადგილი მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ დასვენებას ბათუმში, სადაც თანამედროვე ფუფუნება და კულტურული ავთენტურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.











